რუს ქალს თბილისში მოხალისესთან მიმოწერისთვის სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ - რას წერს მედია?

რუს ქალს თბილისში მოხალისესთან მიმოწერისთვის სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ - რას წერს მედია?
მე­მო­რი­ა­ლის" ცნო­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის მოხ­დი­სას, იგი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს.
"ჩვე­ნი წყა­რო იუ­წყე­ბა, რომ FSB-ის ოფიც­რებ­მა სტა­ნის­ლავ ბაზ­დი­რევ­მა და ალექ­სან­დრე გორ­ლოვ­მა ტოლ­კა­ჩო­ვა ელექტრო­შო­კით აწა­მეს. ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­კი­თხვის ოქ­მის­თვის ხელი მო­ე­წე­რა მა­შინ როცა ეს ოქმი წა­კი­თხუ­ლიც კი არ ჰქონ­და

მო­ხა­ლი­სე ალექ­სეი ლე­ბე­დევ­თან მი­მო­წე­რა კი საქ­მის გა­სა­ყალ­ბებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. ამ "ოპე­რა­ტი­უ­ლი ზო­მე­ბის“ შემ­დეგ, ქა­ლის ტე­ლე­ფონ­ზე გა­მოჩ­ნდა სვას­ტი­კი­სა და აზო­ვის ემბლე­მის სუ­რა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე იქ არ იყო“, - წერს "მე­მო­რი­ა­ლი".

2025 წლის 27 მა­ისს, ტოლ­კა­ჩე­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­კა­ვე­ბის ცენ­ტრი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. "მე­მო­რი­ა­ლის“ ცნო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი მას შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ხოლო 25 დე­კემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ტოლ­კა­ჩე­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცია "Volunteers.Tbilisi“-სთვის შე­წი­რუ­ლო­ბებს 2022 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ახორ­ცი­ე­ლებ­და. 2023 წელს მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ხა­ლი­სედ ჩა­მოს­ვლა სურ­და, მაგ­რამ კი­ბოს გამო ამის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლო.

"Volunteers.Tbilisi“-ს გუნ­დმა ომის მსხვერ­პლთა დახ­მა­რე­ბა 2022 წლის მარ­ტში და­ი­წყო. ცოტა ხნის წინ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას წყვეტ­და და მხო­ლოდ სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და