მორიგი 24 საათიანი გაფიცვა 14 ოქტომბერს ათენში შრომის ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ

მორიგი 24 საათიანი გაფიცვა 14 ოქტომბერს ათენში შრომის ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ
ათენის შრომის ცენტრი (EKA) 2025 წლის 14 ოქტომბერს, სამშაბათს, 24-საათიან გაფიცვას აცხადებს, ახალი შრომის კანონპროექტის რეგულაციების საპასუხოდ, რომელიც, მათი თქმით, “მშრომელთა ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“.

გაფიცვასთან დაკავშირებული აქცია დილის 11:00 საათზე სინდაღმის მოედანზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფკავშირები, ასევე კერძო, ასევე საჯარო სექტორის პროფკავშირები.

თავის განცხადებაში EKA მოუწოდებს მთავრობას მათი უფლებების საწინააღმდეგო დებულებების გაუქმებისკენ და აცხადებს, რომ კანონპროექტი მათი დაცინვაა. ამავდროულად, ის მკაცრად გამოხატავს წინააღმდეგობას 13-საათიანი სამუშაო დღის დაწესებისა და დასვენების დროის გაყოფის მიმართ.

შრომის ცენტრი ასევე მოითხოვს ახალ კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებს, ხელფასების ზრდას და კვირის საათების შემცირებას, ხაზს უსვამს “ღირსეული ხელფასისა და პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის“ აუცილებლობას.

14 ოქტომბრის მობილიზაცია პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ სამუშაო ადგილზე მთავრობის რეფორმების წინააღმდეგ მიმართული რეაქციების უფრო ფართო ტალღის ნაწილია.

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია, საჯარო ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით.